ჩვენ უკვე ბევრ შეტყობინებას ვიღებთ იმის შესახებ, რომ ვიღაც - ვიღაცებმა უკრაინაში გადაწყვიტეს აღარ იბრძოლონ ყველასთან ერთად და საკუთარი გამორჩენისთვის რუსეთში „ძაფებს ეძებენ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი კვლავ ცდილობს უკრაინის გახლეჩვას, არსებული ერთიანობის საწინააღმდეგოდ.
„მინდა ვთქვა ერთი რაღაც და მხოლოდ ერთხელ: ვხედავ რასაც აკეთებთ. თუ კიდევ ერთი სიგნალი მომივა, პასუხი მყისიერი იქნება, როგორც ეს მიზანშეწონილია საომარ ვითარებაში. მადლობა ღმერთს, ჩვენი ხალხი ყველაში და ყველაფერში უკვე ძალიან კარგად გაერკვა,“- განაცხადა პრეზიდენტმა.