სენატორი კარდინი ნულანდს: რა ნაბიჯებს ვდგამთ დღეს მოლდოვისა და საქართველოს დასახმარებლად იმის დაშვებით, რომ თუ გარემოებები შეიცვლება, პუტინი არ დააყოვნებს ამ ქვეყნების საზღვრების გადაკვეთას?

სენატორი კარდინი ნულანდს: რა ნაბიჯებს ვდგამთ დღეს მოლდოვისა და საქართველოს დასახმარებლად იმის დაშვებით, რომ თუ გარემოებები შეიცვლება, პუტინი არ დააყოვნებს ამ ქვეყნების საზღვრების გადაკვეთას?

რა ნაბიჯებს ვდგამთ დღეს მოლდოვისა და საქართველოს დასახმარებლად იმის დაშვებით, რომ თუ გარემოებები შეიცვლება და პუტინი მიიჩნევს, რომ მას აქვს შესაძლებლობა, ის არ დააყოვნებს ამ ქვეყნების საზღვრების გადაკვეთას, - ასეთი კითხვით მიმართა სენატორმა ბენ კარდინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვიქტორია ნულანდს სენატში გამართულ მოსმენებზე.

„მინდა ცოტათი ვისაუბრო მოლდოვასა და საქართველოზე. რომ არა უკრაინის წინააღმდეგობა და პუტინს რომ შეძლებოდა უკრაინის დაპყრობა იმ დროში, რა დროშიც ფიქრობდა, რომ შეძლებდა, პუტინი შესაძლოა მოლდოვისა და საქართველოსკენ წასულიყო. რა ნაბიჯებს ვდგამთ დღეს მოლდოვისა და საქართველოს დასახმარებლად იმის დაშვებით, რომ თუ გარემოებები შეიცვლება და პუტინი მიიჩნევს, რომ მას შესაძლებლობა აქვს, ის არ დააყოვნებს ამ ქვეყნების საზღვრების გადაკვეთას. მან ეს უკვე გააკეთა მოლდოვასა და საქართველოში. რა ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ ეს ქვეყნები საუკეთესო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რათა თავი დაიცვან იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გადაწყვეტს, რომ ამ ქვეყნებში უფრო აგრესიულად იმოქმედოს?“, - განაცხადა ბენ კარდინმა.

„საქართველო რეგულარულად მონაწილეობს ნატოს ოპერაციებსა და წვრთნებში და წლების განმავლობაში აშშ-ის სამხედრო მომზადებასა და აღჭურვილობას იღებს, რაც 2008 წელს პრეზიდენტ პუტინის შეჭრის შემდეგ დაჩქარდა. ეს ურთიერთობა ძლიერია და ძლიერად რჩება“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.