ვახტანგ გომელაური: ზელენსკის ნათქვამი, რომ ჩვენი მთავრობის ქმედება ამორალურია, არის მიუღებელი - არც დიპლომატიაში და არც პოლიტიკაში ჯდება

ვახტანგ გომელაური: ზელენსკის ნათქვამი, რომ ჩვენი მთავრობის ქმედება ამორალურია, არის მიუღებელი - არც დიპლომატიაში და არც პოლიტიკაში ჯდება

ზელენსკის ნათქვამი, რომ ჩვენი მთავრობის ქმედება ამორალურია, არის მიუღებელი, რომელიც არ დიპლომატიაში და არც პოლიტიკაში ჯდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ახლა ომია და არ მინდა, რომ მძიმედ ვისაუბრო ზელენსკის მიმართ. მისი ნათქვამი, რომ ჩვენი მთავრობის ქმედება ამორალურია, არის მიუღებელი, რომელიც არც დიპლომატიაში და არც პოლიტიკაში ჯდება. პრემიერის გადაწყვეტილებებს მე მხარს ვუჭერ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც საქართველოს შეუძლია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.