უილიამ ბერნსი: პუტინი კიევის აღებას 2 დღეში გეგმავდა

უილიამ ბერნსი: პუტინი კიევის აღებას 2 დღეში გეგმავდა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი კიევის აღებას 2 დღეში გეგმავდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბერნსმა ესა შშ-ის კონგრესში გამოსვლის დროს განაცხადა.

„ვფიქრობ, ახლა პუტინი გაბრაზებული და გაღიზიანებულია. სავარაუდოდ ძალისხმევას გააორმაგებს და უკრაინის სამხედრო ძალის განადგურებას შეეცდება და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლზე არც იფიქრებს“, - აღნიშნა ბერნსმა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.