გრიგოლ გეგელია: მართლმსაჯულების რეფორმის გარეშე ჩვენი სახელმწიფო ვერ შევა ევროპულ კავშირში და ეს ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“

გრიგოლ გეგელია: მართლმსაჯულების რეფორმის გარეშე ჩვენი სახელმწიფო ვერ შევა ევროპულ კავშირში და ეს ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“

„ლელოსთვი“ ბუნებრივია ძალიან მნშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას არაფერმა არ შეუშალოს ხელი, რომ ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად კონსოლიდირებული იმისათვის, რომ ეს ქვეყანა არ დაზარალდეს და რას შეიძლება დროულად შევიდეს ევროპულ კავშირში. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდეს მიშელის რეფორმების პაკეტს, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს ქვეყანა მართლა შევიდეს და თანაც დროულად შევიდეს ევროპულ კავშირში, მიშელის რეფორმა ერქმევა თუ მართლმსაჯულების რეფორმა ეს უნდა გატარდეს. მართლმსაჯულების რეფორმის გარეშე ჩვენი სახელმწიფო ვერ შევა ევროპულ კავშირში ეს ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“, ძალიან კარგად ვიცით ჩვენ და კარგად იცის მთელმა თანამეგობრობამ. ამიტომ, განურჩევლად იმისა თუ რა ერქმევა ამ რეფორმებს, ისინი უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.