რუსეთში დამოუკიდებელი მედიის თანამშრომელთათვის ვითარების გაუარესების გათვალისწინებით, ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გერმანიის მთავრობას მიმართავს თხოვნით, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, დაასაქმონ ჟურნალისტები, ვინც რუსეთი იძულებით დატოვა. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზეა ნათქვამი.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის საზღვარი რუსული მედიის 150-მა თანამშრომელმა გადაკვეთა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
მთელმა რიგმა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა რუსეთში მუშაობა შეწყვიტეს მასობრივი სახელმწიფო ცენზურის მიზეზით, ზოგიერთი კი საბრძოლო მოქმედებების შესახებ აღარ ავრცელებს ინფორმაციას.
ცნობისთვის, 4 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც 15 წლით პატიმრობა ემუქრებათ, მათ, ვინც გაავრცელებს "ყალბ ინფორმაციას" უკრაინაში შეჭრის შესახებ. წამყვანმა საერთაშორისო მედიასაშუალებებმა რუსეთიდან რეპორტაჟები შეწყვიტეს.