ვოლოდიმირ ზელენსკი: დიახ, დასავლეთმა ნამდვილად შემომთავაზა დახმარება უკრაინის დატოვებაში, რადგან ჩემი და ჩემი ოჯახის დახოცვა იგეგმებოდა - ამას როგორ უნდა დავთანხმებოდი? მე ჩემი ქვეყნის მოქალაქე და ამ ხალხის არჩეული პრეზიდენტი ვარ

უკრაინის პრეზიდენტმა, ABC News-სთან საუბრისას, დაადასტურა, რომ ამერიკისგან და ევროპისგან ნამდვილად მიიღო დახმარების შეთავაზებები, დაეტოვებინა უკრაინა და საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინა. ჟურნალისტის კითხვაზე ზელენსკიმ უპასუხა:

„დიახ, შემომთავაზეს, რადგან არსებობდა ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის დასახოცად რამდენიმე სპეციალური ჯგუფია გამოყოფილი. ამაზე უარი ვთქვი. როგორ უნდა დავთანხმებოდი? ეს როგორ უნდა გამეკეთებინა? მე ჩემი ქვეყნის მოქალაქე და ამ ხალხის არჩეული პრეზიდენტი ვარ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კითხვაზე, დარჩება თუ არა უკრაინაში მოვლენების განვითარების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა:

„დიახ, ვისურვებდი, რომ ამ ყველაფერს ჰოლივუდური ფილმების მსგავსი, ბედნიერი დასასრული ჰქონდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.