უკრაინული მხარის განცხადებით, ხარკოვთან რუსი გენერალი მოკლეს

უკრაინული მხარის განცხადებით, ხარკოვთან რუსი გენერალი მოკლეს

ხარკოვთან საბრძოლო მოქმედებების დროს რუსი გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი მოკლეს. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველო ავრცელებს.

რუსულ მხარეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

რუსეთის 41-ე არმიის გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი ჩეჩნეთის მეორე ომში, სირიის სამხედრო ოპერაციასა და ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდა.