რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ქვეყნის საზღვართან წინასწარ მობილიზებული 150 000-ზე მეტი ჯარისკაცის თითქმის 100% განალაგა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა.
”ეს არის ჩვენი შეფასება ამჟამად”, - განუცხადა ჟურნალისტებს ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობის დაცვა ითხოვა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთმა უკრაინაში სხვადასხვა სამიზნის წინააღმდეგ 625-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.