დღეს ჩვენი ბრძოლის, ჩვენი თავდაცვის მე-12 საღამოა, ყველანი იქ ვართ, ყველანი ვმუშაობთ, ყველა იქ არის სადაც უნდა იყოს - მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს.
„აი საღამოს კიევი, ჩვენი ოფისი. დღეს ჩვენი ბრძოლის, ჩვენი თავდაცვის მე-12 საღამოა. ჩვენ ყველანი ადგილზე ვართ, ყველა ვმუშაობთ. ყველა იქ არის, სადაც უნდა იყოს. მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა,“- აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, კიევში დარჩენას აპირებს იმდენხანს, რამდენი ხანიც დასჭირდება ომში გამარჯვებას.
არ ვიმალები, არავისი არ მეშინია. დავრჩები იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება ამ სამამულო ომში გასამარჯვებლად,“- აცხადებს ზელენსკი.