ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების ახალი თავი მოტივაციას გვაძლევს, ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი დავაჩქაროთ

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების ახალი თავი მოტივაციას გვაძლევს, ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი დავაჩქაროთ

მივესალმები საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ევროკომისიას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების განხილვას სთხოვს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ჩვენი ურთიერთობების ეს ახალი თავი მოტივაციას გვაძლევს, დავაჩქაროთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი. ჩვენ მადლობელი ვართ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის“, - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე.