მიხეილ პოდოლიაკი : საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი შედეგი მიღწეული არ არის

მიხეილ პოდოლიაკი : საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი შედეგი მიღწეული არ არის

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხეილ პოდოლიაკის განცხადებით, ჰუმანიტარული კორიდორების გაუმჯობესებისთვის გარკვეული პოზიტივი შეინიშნება. ამის შესახებ პოდოლიაკმა რამდენიმე წუთის წინ, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"არის მცირე დადებითი ძვრები ჰუმანიტარული კორიდორების ლოგისტიკის გაუმჯობესებისთვის. საბაზისო პოლიტიკური საკითხების, ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხოების გარანტიისთვის კონსულტაციები გრძელდება,"- განაცხადა პოდოლიაკმა. 

საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი მიღწეული არ არის.