ეს არის გზავნილი იმისა, რომ მთლიანად პოლიტიკური სპექტრი არის შეთანხმებული იმაზე, რომ საქართველო იმსახურებს ევროპას და ევროკავშირს და საქართველო არის ამ ოჯახის წევრი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ჯგუფები შევძლებთ შეთანხმებას რეზოლუციის ტექსტზე და ამ რეზოლუციას მივიღებთ“, - აღნიშნა იოსელიანმა.
ბიუროს სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ პარლამენტის რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა.