ლევან იოსელიანი რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის საკითხს გამოეხმაურა. „მოქალაქეების“ წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გარკვეულ კომპანიებს შესაბამისი განაცხადი ჯერ კიდევ 2020 წელს ჰქონდა გაგზავნილი, თუმცა ექსპორტის უფლება მხოლოდ ახლა მისცეს, რაც მისი აზრით, შემთხვევითი არ არის.
„რუსეთის ბევრი ინიციატივა პირდაპირ მიმართულია საქართველოში შიდა დაპირისპირებასა და საზოგადოების გახლეჩაზე. რუსეთი ყოველთვის ასე მოქმედებდა და უნდა გვეყოს იმის ჭკუა, გამოცდილება, რომ ასეთ იაფფასიან გზავნილებს არ ავყვეთ და ერთმანეთთან კინკლაობა რძის პროდუქტების გამო არ უნდა დავიწყოთ“, - აღნიშნა იოსელიანმა.
მან იმედი აქვს, რომ კომპანიები, რომლებმაც 2 წლის წინ პროდუქციის რუსეთში გატანის სურვილი გამოთქვეს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ამ შესაძლებლობით არ ისარგებლებენ.