ეს რეზოლუცია [საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი] ქართული საზოგადოების მიღწევაა. სწორედ ქართული საზოგადოების ზეწოლის გამო გახდა იძულებული „ქართული ოცნება“ შემოეთავაზებინა ეს პროექტი და ეს ქართული საზოგადოების გამარჯვებად უნდა მივიჩნიოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
„ოპოზიცია ბუნებრივია, ჩაერთვება განხილვებში, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა, ჩვენი ინიციატივა იყო, ამ რეზოლუციის დაჩქარებული წესით მიღება. ბუნებრივია, გვექნება კონკრეტული შენიშვნები, რომელიც ეხება საპროგრამო დებულებებს, თარიღებს, მთავრობის ვალდებულებებს და ამ შენიშვნების გათვალისწინებით ბუნებრივია ჩვენ მზად ვართ რომ მხარი დავუჭიროთ ამ რეზოლუციის მიღებას“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.
პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება რეზოლუციის პროექტი, რომლითაც ქართული მხარე ევროკავშირს საქართველოს განაცხადის განხილვის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.