საქართველოს პარლამენტის ბიუროს, დღევანდელ სხდომაზე, ინიცირებისთვის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი წარედგინება. „სტრატეგია ამაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას დოკუმენტის მხარდაჭერის შესახებ ოპოზიცია საერთო კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.
„ოპოზიციას გვჭირდება დამატებითი კონსულტაციები, პირდაპირ შემიძლია ამის თქმა, და ამის მერე მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას. საერთო ჯამში, რეზოლუციის მიღება არ არის ცუდი. შესაძლებელია ბევრი საკითხი დავაზუსტოთ, ოღონდ ამაზე ვისაუბრებთ, რაც შეხვედრა გაიმართება.
13 პუნქტისგან შემდგარ პროექტში გამოხატულია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი პარლამენტის მოწოდება, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.