პარლამენტი ამ რეზოლუციის მიღების შემთხვევაში უკვე ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს სთხოვს, დაჩქარდეს ის პროცესები, რაც ქვეყნის ჯერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად მიღებას ეხება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მან კომენტარი საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიციირებულ საკითხზე გააკეთა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტს ეხება.
„პარლამენტის წევრებმა დააინიციირეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტს ეხება. „პარლამენტის წევრებმა დააინიციირეს რეზოლუციის პროექტი, რომლის მიხედვითაც უკვე ნაცვლად 2024 წლისა განაცხადი ევროკავშირში უკვე გაიგზავნა. შესაბამისად, პარლამენტი ამ რეზოლუციის მიღების შემთხვევაში უკვე ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს სთხოვს, დაჩქარდეს ის პროცესები, რაც ქვეყნის ჯერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად მიღებას ეხება და შემდეგ იქნება უკვე იმ პირობების შესრულება, რომლის შემდგომაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება რეზოლუციის პროექტი, რომლითაც ქართული მხარე ევროკავშირს საქართველოს განაცხადის განხილვის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი 3 მარმტს მოაწერა.