ვარსკვლავები, რომლებსაც “უკრაინული ფესვები” აქვთ

ვარსკვლავები, რომლებსაც “უკრაინული ფესვები” აქვთ

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელა და ქვეყნის ტერიტორიაზე ომი დაიწყო, უკრაინა-რუსეთი მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. დაზარალებული ოჯახების მიმართ მხარდაჭერა არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გამოხატა, როგორც სიტყვიერად, ასევე ფინანსურად. მათ შორის არიან მილა კუნისი და ლეონარდო დიკაპრიო, რომლებმაც უკრაინის მხარდასაჭერ ფონდისთვის სოლიდური თანხა გაიღეს. ბევრი ადამიანისთვის აქამდე უცნობი იყო, თუმცა მილა და ლეონარდო მიეკუთვნებიან იმ ვარსკვლავებს, რომლებსაც უკრაინული ფესვები აქვთ.

მაგალითად, ლეონარდი დიკაპრიოს ბებია ოდესაში დაიბადა.

მილა იოვოვიჩი კიევში დაიბადა და 5 წლის ასაკში ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად.

მილა კუნისი უკრაინაში დაიბადა და მშობლიურ ქვეყანაში 7 წლის ასაკამდე ცხოვრობდა.

სტივენ სპილბერგის ბაბუა უკრაინიდან იყო.

სილვესტერ სტალონეს დედის ნათესავები უკრაინიდან იყვნენ და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდნენ.

სტივენ ტაილერის ბაბუა უკრაინიდან იყო.