“გული მტკივა, როდესაც ამას ვუყურებ” – ჯარედ ლეტოს ემოციური პოსტი უკრაინის მხარდასაჭერად

“გული მტკივა, როდესაც ამას ვუყურებ” – ჯარედ ლეტოს ემოციური პოსტი უკრაინის მხარდასაჭერად

საერთაშორისოდ აღიარებული ვარსკვლავები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და სხვადასხვა გზებით ცდილობენ საზოგადოებაში ინფორმაციული თვალსაზრისით ცნობიერების ამაღლებას. ჯარედ ლეტომ რამდენიმე საათის წინ სოციალურ მედიაში ახალი პოსტი გამოაქვეყნა, რასაც უკრაინის მხარდამჭერი ბმული დაურთო და გამომწერებს ქვეყნის მოქალაქეების დახმარებისკენ მოუწოდა:

“მივმართავ ჩემს მეგობრებს და ოჯახს უკრაინაში, გული მტკივა, როდესაც დღევანდელ ვითარებას ვუყურებ, რომელიც გადაიზარდა ასეთ გამანადგურებელ სიტუაციაში. ძალიან გთხოვთ, დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ და მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყავით ამ ქაოტურ და დამანგრეველ დროს. იმედი მაქვს, რომ მშვიდობა დაისადგურებს და მოვძებნით გადაჭრის გზებს, რომლებიც იქნება არაძალადობრივი”.