ლეონარდო დიკაპრიო უკრაინელებს 10 მილიონი დოლარით დაეხმარება

ლეონარდო დიკაპრიო უკრაინელებს 10 მილიონი დოლარით დაეხმარება

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელა და ქვეყნის ტერიტორიაზე ომი დაიწყო, უკრაინა-რუსეთი მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

დაზარალებული ოჯახების მიმართ მხარდაჭერა არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გამოხატა, როგორც სიტყვიერად, ასევე ფინანსურად. მათ შორის არიან მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი, რომლებმაც უკრაინელების მხარდასაჭერად სამი მილიონი დოლარი, ბლეიკ ლაივლიმ და რაიან რეინოლდსმა კი მილიონი დოლარი გაიღეს.

ამჯერად ცნობილი გახდა, რომ უკრაინელების დასახმარებლად ლეონარდო დიკაპრიოს 10 მილიონ დოლარს გადარიცხავს.