მსოფლიო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინას შეუტია და ომი გამოუცხადა, ქვეყნის აგრესიული ქმედებები მსოფლიო მოსახლეობის ყურადღების ცენტრშია.
უკრაინას მხარდაჭერა არაერთმა ცნობილმა მოდელმა, მსახიობმა, მომღერალმა თუ სპორტსმენმა გამოუცხადა, მათ შორის არის ამერიკელი ვარსკვლავი სელენა გომესი, რომელმაც სოციალურ მედიაში დონაციისთვის ბმული გააზიარა, საზოგადოებას კი უკრაინელების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
”შემაძრწუნებელი და უგუნური, არაპროვოცირებული შეტევები უკრაინის მიმართ გრძელდება და ამ დროს უცოდველი ხალხი იხოცება, ნადგურდება ქალაქები და ინგრევა ოჯახები, ამის მიზეზი კი მხოლოდ ერთი ადამიანის სიხარბეა. დაუჯერებელია, ის რაც ახლა ხდება. მე გავიღებ დონაციას Unicefusa-ისთვის, რომლებიც უკრაინელების საცხოვრებელ ადგილებსა და საკვებით უზრუნველყოფაზე ზრუნავენ.”