სერგეი გავრილოვი: თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა შესაძლებელი იქნება

სერგეი გავრილოვი: თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა შესაძლებელი იქნება

რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს არჩეულ კურსს და არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა შესაძლებელი იქნება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ვფიქრობთ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს არჩეულ კურსს და არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება,“- აღნიშნა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ივლისში, თბილისში გამართული საპროტესტო აქციების საპასუხოს შეაჩერა, რომელიც სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს მოჰყვა.