ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რომლის მიზანია, საქართველოში იყოს დაძაბული ვითარება. გავრილოვი არ და ვერ იქნება საქართველოს მოკავშირე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომელიც სერგეი გავრილოვის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სერგეი გავრილოვის განცხადება შემთხვევითი არ არის.
„ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რომლის მიზანია, საქართველოში იყოს დაძაბული ვითარება. გავრილოვი არ და ვერ იქნება საქართველოს მოკავშირე. გავრილოვი არ და ვერ იქნება ვერასდროს „ქართული ოცნებისა“ და ჩვენი ხელისუფლების მოკავშირე, თუმცა ვხედავთ, მას საკმაოდ ინტერესობრივი თანხვედრა აქვს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან და როდესაც საჭირო ხდება, საქართველოში მას სხვადასხვა ტელევიზია პირდაპირი ეთერითაც უჩვენებს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს არსებულ კურსს, შესაძლოა, პირდაპირი რეისების აღდგენაც გახდეს შესაძლებელი.