დღეს გახმაურდა ეს განცხადებები, რაც არც რუსეთის მხრიდან არ არის სწორი. აბსოლუტურად უშინაარსოა. დღეს გამოხვიდე და დაიწყო რძის პროდუქტების, ხაჭოს გატანაზე საუბარი, ეს არ არის სერიოზული. კიდევ ამას რომ დავუმატოთ არახამიას მიერ ამ კონტექსტში გაკეთებული განცხადებებიც, კომპლექსურად ქმნის განცდას, რომ ეს არის სპეკულაციების საგანი, - ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც იგი რუსეთში რძისა და ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით ოპოზიციაში გაჩენილ დისკუსიას გამოეხმაურა.
„ახლანდელ პროცესებთან დაკავშირებული საერთოდ არ არის. 2020 წლიდან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და რუსეთთან ეკონომიკური ვაჭრობის საკითხები მეტნაკლებად აღდგა.
საუბარია საქართველოდან რძის პროდუქტების ექსპორტზე და ამას განსაკუთრებული დატვირთვა საერთოდ არ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან ეს სპეკულაციების საგანი გახდა. კერძოდ, გაკეთდა არასერიოზული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთის ორბიტას დაუბრუნდა და ასე შემდეგ. მათი განცხადებები საერთოდ არანაირ მტკიცებულებებს არ ემყარება“, - განაცხადა გვიდიანმა.
მისი თქმით, იმ პერიოდში საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები სხვადასხვა საკითხზე იყო, მათ შორის რძისა და ღვინის ექსპორტზე.
პოლიტიკოს ადამიანს ყველაზე უკეთ უნდა ესმოდეს, რომ მეგობარი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლებოსით არჩეულ ხელისუფლებას პატივისცემით უნდა ექცეოდეს და არა კრიმინალი სააკაშვილის თეორიებით. სამწუხაროა, რომ არახამიასაც ყოლია "ბელადი"!