ირაკლი ჩიქოვანი რძის პროდუქციის ექსპორტზე: ეს არ განპირობებულა იმით, რომ ჩვენ ხელახლა მივმართეთ რუსეთს ან საერთოდ რაიმე ნაბიჯი გადავდგით ამ თემასთან მიმართებაში

ირაკლი ჩიქოვანი რძის პროდუქციის ექსპორტზე: ეს არ განპირობებულა იმით, რომ ჩვენ ხელახლა მივმართეთ რუსეთს ან საერთოდ რაიმე ნაბიჯი გადავდგით ამ თემასთან მიმართებაში

თქვენ იცით, რომ ოკუპაციის შემდგომ ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობებზე საუბარი რუსეთის ფედერაციასთან და ზუსტად ახლა, როდესაც უკრაინაში ომის ძალიან მწვავე ფაზაა, მაშინ მიიღო რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა რუსეთის მიერ საქართველოდან რძის პროდუქტების ექსპორტის დაშვებაზე საუბრისას განაცხადა. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მან განმარტა, რომ საქართველოს მთავრობას რუსეთთან ამ თეაზე მოლაპარაკებები არ განუახლებია და რძის ექსპორტის საკითხი დღის წესრიგში დაახლოებთ 3 წელია დგას.

„საუბარი არ არის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, საუბარი არის პროცესზე, რომელიც წლებია მიმდინარეობს. იცით, რომ რუსეთი ხშირად იყენებს ემბარგოს ქართული პროდუქციის მიმართ. ეს საკითხი წლებია დგას და მხოლოდ და მხოლოდ ახლა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს არ განპირობებულა იმით, რომ ჩვენ ხელახლა მივმართეთ ან განვაახლეთ საუბრები ან საერთოდ რაიმე ნაბიჯი გადავდგით ამ თემასთან მიმართებაში. ზუსტად ამიტომაც მგონია, რომ ეს ყურით მოთრეული თემაა, თუმცა, ძალზედ სამწუხაროდ, ამ ფონზე საქართველოში ჩნდება პოლიტიკური ძალები და პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამას იყენებს საკუთარი მიზნებისთვის“, - განმარტავს ჩიქოვანი.

არაგველი641 სამწუხაროა, რომ ბ-ნი არახამია ნაცბოზბანდის გიტარაზე უკრავს.
პოლიტიკოს ადამიანს ყველაზე უკეთ უნდა ესმოდეს, რომ მეგობარი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლებოსით არჩეულ ხელისუფლებას პატივისცემით უნდა ექცეოდეს და არა კრიმინალი სააკაშვილის თეორიებით. სამწუხაროა, რომ არახამიასაც ყოლია "ბელადი"!
3 წლის უკან