გიორგი ვაშაძე: არა პოლიტიკური კინკლაობა, არამედ ერთად მუშაობა იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ

გიორგი ვაშაძე: არა პოლიტიკური კინკლაობა, არამედ ერთად მუშაობა იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ

არა პოლიტიკური კინკლაობა, არა ერთმანეთის დაპირისპირება, არამედ ერთად მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაკეთებული განაცხადის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვაშაძემ პოლიტიკურ ძალებს ამ საკითხში ერთად დგომისკენ მოუწოდა.

„არა პოლიტიკური კინკლაობა, არა ერთმანეთის დაპირისპირება, არამედ ერთად მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ. უწინარეს ყოვლისა ჩემთვის ჯერ არის სამშობლო, მერეა პოლიტიკა და ნებისმიერი სხვა რამ, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება, რომელი პარტიის წარმომადგენელი - საჭიროა ერთად დგომა, ჩემო კარგებო! არ უნდა ამას გარჩევები, ვინ პირველი თქვა და ვინ მეტად შეაგინა ერთმანეთს. ზოგადად, ეს პოლიტიკის საგანი არც უნდა იყოს.

ვდგამთ ნაბიჯს წინ, თუ ვარჩევთ იმას, რა იყო უკან! ეს უნდა გვესმოდეს. ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ ყველამ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს 3 მარმტს მოაწერა ხელი.

დემეტრე - ღმერთმა ქნას, გულწრფელი იყოს ეს სიტყვები და საქმეშიც აისახოს!!!
3 წლის უკან