ძალიან მომწონს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსი პრემიერი ჩვენ არ გვყოლია, - ამის შესახებ მსახიობმა, ლელა ალიბეგაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“. განაცხადა.
„ჩემს მეხსიერებაში პირველად არის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მართლა ესმის ხალხის და ხალხზე ფიქრობს. ამიტომ მე მის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები, რომელიც ღიად და ცალსახად განაცხადა. 2008 წელი ახლახან იყო და რა მივიღეთ შედეგად - უამრავი დაობლებული ბავშვი, გაუბედურებული დედები და დაკარგული ტერიტორიები“, - განაცხადა ლალი ალიბეგაშვილმა.