ვოლოდიმირ ზელენსკი ილონ მასკს ესაუბრა. რით დაეხმარება ის უკრაინას?

ვოლოდიმირ ზელენსკი ილონ მასკს ესაუბრა. რით დაეხმარება ის უკრაინას?

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ის გვერდზე წერს, რომ SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს ესაუბრა.

„ვესაუბრე ილონ მასკს. მისი მადლობელი ვარ, უკრაინის სიტყვებითა და საქმით მხარდაჭერისთვის. მომავალ კვირას ჩვენ მივიღებთ Starlink-სისტემების კიდევ ერთ პარტიას განადგურებული ქალაქებისთვის. განვიხილეთ შესაძლო კოსმოსური პროექტები, მაგრამ ამაზე ომის შემდეგ ვისაუბრებ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.