უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევიანების შესახებ საქარათველოსა და მოლდოვას განაცხადებისგან დამოუკიდებლად უნდა იყოს განხილული, - ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ონლაინ ბრიფინგზე გააკეთა.
„ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი პარტნიორების, საქართველოსა და მოლდოვასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უკრაინის საკითხი აბსოლუტური გამონაკლისია. დაჟინებით მოვითხოვთ, ჩვენი საკითხი დამოუკიდებლად, და რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში იქნეს განხილული“, - აცხადებს კულება.