ვლადიმერ პუტინის ხელისა და გამჭვირვალე მიკროფონის ისტორია - გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ბოლო ვიდეო არა კრემლში, არამედ ბუნკერში, მწვანე ფონზეა ჩაწერილი

ვლადიმერ პუტინის ხელისა და გამჭვირვალე მიკროფონის ისტორია - გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ბოლო ვიდეო არა კრემლში, არამედ ბუნკერში, მწვანე ფონზეა ჩაწერილი

რუსულმა პროპაგანდისტურმა მედიამ პუტინის ყალბი ჩანაწერი გაავრცელა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება და ყურადღებას ერთ-ერთ კადრზე ამახვილებს, რომელიც ეჭვს აჩენს, რომ კრემლის ლიდერი შესაძლოა არა სტიუარდესებთან შეხვედრისას, არამდე სხვა ადგილას, მწვანე ფონზე იყოს ჩაწერილი.

საუბარია მიკროფონზე, რომელიც გამჭვირვალეა და მასში პუტინის თითი არაბუნებრივად შედის. დამონტაჟებული კადრები ეჭვს აჩენს, რომ პუტინი სინამდვილეში არა კრემლში, არამედ ბუნკერში იმყოფება.

ამის გამო, კრემლის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტმა „დატროლა“. ზელენსკიმ, მორიგი მიმართვის დასრულების შემდეგ, მიკროფონი, სპეციალურად, ხელით გასწია, რითაც დაადასტურა, რომ რეალურ დროსა და ადგილას საუბრობს.