რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს - ინფორმაციას რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ჟურნალისტი მარტო არ იმყოფებოდა.
თავად ჟურნალისტი კომენტარისგან თავს იკავებს რუსეთში ჟურნალისტების მიმართ მომეტებული საფრთხის გამო.
„დოჟდის“ ჟურნალისტების ნაწილი ცდილობს დატოვოს რუსეთი მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეაჩერა 3 მარტს.