ვახტანგ კაპანაძე: ავღანეთის ომში, 10 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 15 ათასი კაცი დაკარგა, დღეს უკვე 10 ათასს კაცზეა საუბარი - ეს რუსებისთვის უდიდესი დანაკარგია

ვახტანგ კაპანაძე: ავღანეთის ომში, 10 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 15 ათასი კაცი დაკარგა, დღეს უკვე 10 ათასს კაცზეა საუბარი - ეს რუსებისთვის უდიდესი დანაკარგია

ავღანეთში, 10 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგა დაახლოებით 15 ათასი კაცი, დღეს, 8 დღის განმავლობაში 10 ათას კაცზეა საუბარი და ეს რუსებისთვის, უდიდესი დანაკარგია, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველმა, გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა, ვახტანგ კაპანაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

„მაგრამ, რუსეთის გასაჩერებლად ეს ზარალი ძალიან დიდი არაა. ვერ იტყვი რომ რუსეთმა თავისი რესურსები ამოწურა. ამ მიმართულებაზე მისი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების 75%-ია გადმოსროლილი. ასევე მას აქვს უნარი, რომ ბელარუსია აიძულოს საომარ მოქმედებებში ჩაერთოს. ასევე არ არის გამორიცხული გამოაცხადოს მობილიზაცია“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

მისი თქმით, ფაქტიურად დრო უფრო რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს, ვიდრე უკრაინის.

„პატარა ომებში რუსეთს ჰქონდა თვისება, რომ გარკვეული დანაკარგი დაემალა, ახლა ამხელა მასშტაბს ვეღარ დამალავს, ისევე როგორც ვერ დამალეს ავღანეთის დანაკარგები. მაშინ, საბჭოთა კავშირი შიგნიდან აფეთქდა და ვფიქრობ, რომ ახლა მსგავსი შეიძლება განმეორდეს“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.