ზელენსკი:

ზელენსკი: "რუსეთის არმიამ მიაღწია თითქმის 10 ათას გარდაცვლილს... 18 და 20 წლის ბიჭები არიან, მათ ვერ აუხსნეს, რისთვის იბრძვიან"

რუ­სე­თის არ­მი­ამ ვერ მი­აღ­წია და­გეგ­მილ ზღვრებს. მაგ­რამ მი­აღ­წია თით­ქმის 10 ათას გარ­დაც­ვლილ რუს სამ­ხედ­როს. 10 ათასს! ეს სა­ში­შია! - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ვი­დეო მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იხო­ცე­ბი­ან, 18 და 20 წლის ბი­ჭე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც ისიც კი არ აუხ­სნეს, რის­თვის იბ­რძვი­ან და რა­ტომ არი­ან სხვის მი­წა­ზე.

"ესე­ნი არი­ან 18, 20 წლის ბი­ჭე­ბი - სულ მთლად ახალ­გაზ­რდე­ბი, თით­ქმის ბავ­შვე­ბი. მე­ომ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ვერ აუხ­სნეს, რის­თვის იბ­რძვი­ან, რის­თვის და რა­ტომ არი­ან ისი­ნი უცხო მი­წა­ზე. 10 ათა­სი .. რუ­სეთს ნამ­დვი­ლად შე­ეძ­ლო თა­ვი­სი ხალ­ხის­თვის რამე სხვა მი­ე­ცა, გარ­და სიკ­ვდი­ლი­სა,“- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი იჩე­ნენ სი­მა­მა­ცეს უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ყვე­ლა საკ­ვან­ძო მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე მტრის შე­კა­ვე­ბი­სას.

"უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს მა­მა­ცუ­რად უჭი­რავთ ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა, კონ­ტრშე­ტე­ვას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ოკუ­პან­ტებ­ზე ხარ­კოვ­თან. ინარ­ჩუ­ნე­ბენ ნი­კო­ლა­ევს, კი­ევს, ჩერ­ნი­გო­ვის ოლქს, სუმს, დონ­ბასს,“- გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.