"ახალი ნიუნბერგის პროცესი პუტინის წინააღმდეგ... ქართველ იურისტებთან ერთად უკრაინაში ვარ და აქტიურად ვთანამშრომლობთ გენპროკურატურასთან" - რას წერს მერაბიშვილი?

"ახალი ნიუნბერგის პროცესი პუტინის წინააღმდეგ... ქართველ იურისტებთან ერთად უკრაინაში ვარ და აქტიურად ვთანამშრომლობთ გენპროკურატურასთან" - რას წერს მერაბიშვილი?
სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჰა­ა­გის ტრი­ბუ­ნა­ლის გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად რუ­სე­თის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს აგ­რო­ვე­ბენ.

მე­რა­ბიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ქარ­თვე­ლი იუ­რის­ტე­ბის გუნდთან ერ­თად ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ხმელ­ნიცკ­ში იმ­ყო­ფე­ბა და აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს უკ­რა­ი­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან, მათ შო­რის 2008 წლის ომის დროს სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის­თვის.

"ახა­ლი ნი­უნ­ბერ­გის პრო­ცე­სი პუ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. 2 მარტს, სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ, იგი­ვე ჰა­ა­გის ტრი­ბუ­ნალ­მა, რო­მე­ლიც იძი­ებს გე­ნო­ცი­დის, სამ­ხედ­რო და კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ და­ნა­შა­უ­ლებს, 39 ქვეყ­ნის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, დაჩ­ქა­რე­ბულ რე­ჟიმ­ში და­ი­წყო უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ ჩა­დე­ნი­ლი სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა.

ტრი­ბუ­ნა­ლის გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი უკვე იმ­ყო­ფე­ბი­ან უკ­რა­ი­ნა­ში და უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად რუ­სე­თის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს აგ­რო­ვე­ბენ.

ქარ­თვე­ლი იუ­რის­ტე­ბის გუნდთან ერ­თად ამ­ჟა­მად ვიმ­ყო­ფე­ბი უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ხმელ­ნიცკ­ში. ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან, მათ შო­რის 2008 წლის ომის დროს რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის გზით.

ჩვენ, მთელ ჩვენს გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და ძა­ლის­ხმე­ვას მო­ვახ­მართ იმას, რომ რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა, რო­გორც უშუ­ა­ლოდ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­მა, ასე­ვე და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ბრძა­ნე­ბის გამ­ცემ­მა პი­რებ­მა, უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ჩათ­ვლით, პა­სუ­ხი აგონ ყვე­ლა იმ უკა­ნო­ნო­ბის­თვის, რაც მათ ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­სა და შემ­დგომ უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ი­დი­ნეს“, - წერს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე“.

დემეტრე - სატირალ- სასაცილო ამბავი!
3 წლის უკან