ომი და ქორწილი

ომი და ქორწილი

სიყვარული ომის დროს – ამბავი ორი უკრაინელი წყვილისა, რომელთაც ომის დროს იქორწინეს. ეს არ იყო ქორწილის დღე, რომელიც მათ დაგეგმეს. ეს იყო დღე, როდესაც რუსეთი თავს დაესხა მათ ქვეყანას. იარინა არიევამ და მისმა პარტნიორმა სვიატოსლავ ფურსინმა სწორედ ამ დღეს იქორწინეს, არა საქორწილო ზარების ფონზე, არამედ საჰაერო თავდასხმის სირენების ხმაზე.

„მართალია ეს არის ყველაზე ბედნიერი მომენტი შენს ცხოვრებაში, მაგრამ გადიხარ გარეთ და გესმის სირენების ხმა, ეს საშინელება იყო,’’- განუცხადა არიევამ CNN-ს კიევის წმინდა მიქაელის მონასტერში მოკრძალებული ქორწილის შემდეგ.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანები, რომლებიც გვიყვარს და მიწა, რომელზეც ვცხოვრობთ“, – თქვა მან. “კარგის იმედი მაქვს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ ჩემი მიწის დასაცავად.”

დღეს, როდესაც რუსული ძალები აგრძელებენ სარაკეტო თავდასხმებს და დაბომბვას, კიდევ ერთმა უკრაინელმა წყვილმა იქორწინა. ოდესის თავშესაფარში, ახალგაზრდა წყვილმა ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირა.