მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინას შეუტია და ომი გამოუცხადა, ქვეყნის აგრესიული ქმედებები მსოფლიო მოსახლეობის ყურადღების ცენტრშია. უკრაინის მხარდამჭერთა ურიცხვ რაოდენობას ამერიკელი მსახიობი ეშტონ კატჩერიც შეუერთდა. ვარსკვლავმა რუსულ მედიას მატყუარა უწოდა და ხალხს სწორი ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდა.
“თუკი რუსეთში ვინმეს იცნობთ, აუცილებლად დაურეკეთ მათ და უთხარით, რომ მათი მედია ატყუებთ მათ. უკრაინას ომი არ უნდა, მათ უბრალოდ პუტინის მტავრობა და ოკუპაცია არ უნდათ”.