Apple-ი რუსეთში გაყიდვებს აჩერებს და სერვისებს ზღუდავს

Apple-ი რუსეთში გაყიდვებს აჩერებს და სერვისებს ზღუდავს

კომპანია Apple-ი რუსეთში საკუთარი პროდუქციის გაყიდვას აჩერებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თავის განცხადებაში iPhone-ის მწარმოებელი განმარტავს, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო და გვერდში უდგას მათ, ვინც ამ „ძალადობის შედეგად ტანჯვას განიცდის“.

ამასთან, რუსეთში შეიზღუდა სერვისები Apple Pay და Apple Maps.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ BMW რუსეთში წარმოებასა და ექსპორტს წყვეტს. რუსეთში თავისი წარმოების ფილმების ჩვენებაზე ჰოლივუდის კინოსტუდიებმაც თქვეს.