ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლენა ზელენსკა ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილი არიან. უკრაინის პრეზიდენტი უკვე რამდენიმე დღეა, რაც ფრონტის წინა ხაზზეა და უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის იბრძვის, მისი მეუღლე კი, შეძლებისდაგვარად არის მის გვერდში.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პირველი ლედი ამჟამად უცხოური გამოცემების ყურადღების ცენტრშია, ძველ ინტერვიუებში ოლენამ არაერთხელ აღნიშნა, რომ კამერების წინ ყოფნა მისი საქმე არ არის.
ნაწყვეტი 2019 წლის ინტერვიუდან უკრაინული VOGUE-ისთვის:
“მე არ ვარ საჯარო პირი. მაგრამ ახალი რეალობა თავად მკარნახობს საკუთარ წესებს და მე ვცდილობ მათ დაცვას. იმას არ ვამბობ, რომ პრესასთან ურთიერთობა ჩემთვის სტრესულია, ან მიჭირს მათთან საუბარი, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩემთვის სცენაზე გასვლის ნაცვლად კულისებში ყოფნა უფროა კომფორტული. ჩემი მეუღლე გამუდმებით ყურადღების ცენტრშია, ამიტომ მე “ჩრდილში” ყოფნა მირჩევნია.”
ოლენა აღნიშნავს, რომ როდესაც ვოლოდიმირმა პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, მის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
“სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა შემეშინდა, მივხვდი, რომ ბევრი სირთულეები მოჰყვებოდა ამ გადაწყვეტილებას, თუმცა მისი არჩევანი ჩემთვის საპატივსაცემო იყო, მან იცის, რომ ყოველთვის მხარს დავუჭერ და მუდამ ექნება ჩემი იმედი”.
“ყოველთვის ვცდილობ თავი დავიცვა საინფორმაციო თავდასხმებისგან და სხვადასხვა პრობლემებისგან, ჩემს მეუღლეს ემოციური მხარდაჭერა სჭირდება, ისევე როგორც ფიზიკური. თუნდაც ოფიციალური ვიზიტების დროს ხელჩაკიდებული დგომაც კი მნიშვნელოვანია მისთვის. მას აქვს ჩემი იმედი და იცის, რომ მხარს ვუჭერ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს”.
უკრაინის პირველი ლედი აღნიშნავს, რომ ცხოვრება ვოლოდიმირის გაპრეზიდენტების შემდეგ რადიკალურად არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა გარემოებები.
“ცხოვრების სტილი ჩვენთვის ნამდვილად არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა გარემოებები, ამჯერად თითქმის საერთოდ არ მაქვს დრო საკუთარი თავისთვის. მყავს ორი შვილი, ასე რომ მარტო ძალიან იშვიათად ვრჩები. ყოველთვის ვცდილობ, რომ მათ საკუთარი პირადი სივრცე ჰქონდეთ და მიიღონ ჭკვიანური, ინდივიდუალური გადაწყვეტილებები.”
ელენა ზელენსკა აღნიშნავს, რომ შვილებს აძლევენ საშუალებას აირჩიონ საკუთარი გზა ცხოვრებაში და საინტერესო რჩევების მიუხედავად ის არ ერევიან მათ პიროვნულ გადაწყვეტილებებში.