მეგრული ხარჩო

მეგრული ხარჩო

ზომიერი სიმსუქნის ქათამი დაჭერით და თავდახურულ ქვაბში მოშუშეთ ხახვთან ერთად. დაასხით ადუღებული წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე.

 

ჩაახარშეთ კანგაცლილი, წვილად დაჭრილი პამიდორი. ამის პარალელურად, დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ხმელი და ახალი ქინძი, წიწაკა, ზაფრანა და მოათავსეთ პატარა თასზე.

 

შემდეგ, ამ მასას დაუმატეთ ცოტაოდენი ბულიონი, კარგად გაგლისეთ და სულ ბოლოს ყველაფერი ჩააწყვეთ ქვაბში ქათამთან ერთად და წვნიანის საბოლოო მომზადებამდე ადუღეთ.

 

კერძი ბუნებრივია უნდა მიირთვათ ცხლად.

 

ინგრედიებტები:

 

1 ქათამი,

 

4 თავი ხახვი,

 

4-5 ცალი პამიდორი,

 

1,5 ჭიქა ნიგოზი,

 

2 კბილი ნიორი,

 

1 ჩაის კოვზი დანაყილი ზაფრანა,

 

რამდენიმე ძირი ქინძი,

 

მარილი გემოვნებით.

 

შენიშვნა: ეს კერძი განსაკუთრებით საახალწლო დღეებში ნაბახუსევ მამაკაცებს უნდა მოეწონოთ. თუ ცოტაოდენ მეგრულ წიწაკის არაყს იშოვით და მეგრულ ხარჩოს მიაყოლებთ, განსაკუთრებულად ისიამოვნებთ.