“არასდროს მიმიმართავს პლასტიკური ქირურგისთვის და არც ბოტოქსი გამიკეთებია, ჩემი სილამაზის საიდუმლო მხოლოდ JLo Beauty-ია” – ჯენიფერ ლოპესი

“არასდროს მიმიმართავს პლასტიკური ქირურგისთვის და არც ბოტოქსი გამიკეთებია, ჩემი სილამაზის საიდუმლო მხოლოდ JLo Beauty-ია” – ჯენიფერ ლოპესი

ოცდაათწლიანი უწყვეტი მოღვაწეობის შემდეგ საზოგადოების ნაწილი ვარაუდობდა, რომ ჯენიფერ ლოპესი კარიერული საქმიანობისგან პაუზას აიღებდა, თუმცა, როგორც თავად პოპვარსკვლავი აღნიშნავს, მიმდინარე პერიოდი მის ცხოვრებაში საუკეთესო ფაზაა.

სამ ათწლეულიანი კარიერული საქმიანობის, უამრავი ფილმის, სტუდიური ალბომისა და არაერთი წარმატებული სინგლის ფონზე, კითხვა, რომელსაც მრავალმხრივ ნიჭიერი ვარსკვლავი ყველაზე ხშირად იღებს, არა კარიერულ საქმიანობას, არამედ მის გარეგნობას ეხება. როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ 51 წლის პოპვარსკვლავმა საკუთარი სილამაზის ბრენდი შემქნა, რომლის განხორციელებასაც 20 წელიწადზე მეტი დასჭირდა. შემსრულებელი აღნიშნავს, რომ პლასტიკურ ქირურგიას არ მიმართავს და მისი სილამაზის ერთადერთი საიდუმლო ზეითუნის ზეთშია, რომელიც მისი თქმით ბრენდის პროფუქციის ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია.

“არანაირი საიდუმლო არ მაქვს, JLO Beauty-ის გარდა. ჩემი ცხოვრების მანძილზე ისე კარგად არ მიგრძვნია თავი, როგორც ახლა. 20 და 30 წლის ასაკშიც ვვარჯიშობდი, თუმცა არა ისე ეფექტურად, როგორც ამჟამად. საქმე იმაშია, რომ მნიშნელოვანი არა ვარჯიშის ხანგრძლივობა, არამედ ენერგიულობა და ჭკვიანური ტაქტიკაა. შეიძლება წლების წინ ლამაზი სხეულის გამო ვვარჯიშობდი, თუმცა ამჯერად ჩემთვის პრიორიტეტული ჩემი ჯანმრთელობაა.”

“საუკუნოვანი ინგრედიენტის” ზეითუნის ზეთის ექსტრაქტების გარდა პროდუქციაში შედის ასაკის მატების საწინააღმდეგო პეპტიდები, ანტიოქსიდანტები, საფუარიდან მიღებული ფერმენტები და იაპონური ბრინჯითა და შაქრით მიღებული სასარგებლო ნივთიერებები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯენიფერმა პროდუქციის მთავარი ინგრედიენტის ინსპირაცია დედისგან მიიღო, შემსრულებლის განცხადებით მომხმარებელი ზეთისხილისგან მიღებული სკუალანით, ფერმენტირებული ზეთითა და ზეითუნის ფოთლის ექსტრაქტით შექმნილ მოდერნიზებულ პროდუქციას იხილავს. 51 წლის ვარსკვლავი აცხადებს, რომ აღნიშნული ნივთიერებებით სავსე კოსმეტიკა ადამიანების რუტინაში ნაკლებად გამოიყენება, ის მომხმარებელს მსუბუქი ტექსტურის მქონე პროდუქციას სთავაზობს, რომელიც დამატენიანებელ კრემებს, კანის გამწმენდ საშუალებებს, შრატებსა და სახის ნიღბებს მოიცავს.

“დედაჩემი ამბობდა, რომ ზეითუნის ზეთი ყველაფრის სამკურნალო საშუალებაა, ეს ის საიდუმლო ინგრედიენტია, რომელსაც წლების განმავლობაში ვიყენებდი და რაც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ 100%-ით ეფექტურია. როდესაც პროდუქციის შექმნა დავიწყეთ, განვაცხადე, რომ ბუნების ჯადოსნური ინგრედიენტის – ზეითუნის ზეთის ექსტრაქტი აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა. ბევრ ადამიანს სურს გაიგოს, თუ რატომ გამოიყურება ჩემი სახის კანი “იდეალურად”, მე კი ასეთი პასუხი მაქვს – ეს არის ჩემი ცხოვრების წესი, რაც ძალიან მარტივია.”

51 წლის ვარსკვლავი ხშირად აღნიშნავს, რომ კატეგორიული წინააღმდეგია ალკოჰოლისა და სიგარეტის, ის მაქსიმალურად ცდილობს არაჯანსაღი საკვები იშვიათად მიიღოს და არ მიირთვას კოფეინის შემცველი სასმელები, რომლებიც, მისი თქმით, კანის ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს.

“18 წლის ასაკში ორ დერმატოლოგთან მივედი, ერთმა მითხრა, რომ მზისგან დამცავი კრემი დამატენიანებლის მსგავსად ყოველდღიურად გამომეყენებინა, მეორემ კი მირჩია, სახეზე არსებული მცირედი ნაოჭების გამო, რომელიც დღემდე მაქვს, ბოტოქსი გამეკეთებინა. მე არასდროს მიმიმართავს პლასტიკური ქირურგისთვის და არც ბოტოქსი გამიკეთებია.”

“ბრწყინვალება ეს ის არის, რაც გარედან ჩანს, თუმცა შიგნიდან მოდის. ადრეულ ასაკში ვიყენებდი სახის მოვლის ძვირადღირებულ საშუალებებს, თუმცა ერთ რამეს მივხვდი, საკუთარი თავის მოვლა სხეულის მოვლიდან იწყება, აუცილებელია დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით, მიირთვათ ჯანსაღი საკვები და სვათ ბევრი წყალი. ეს არის ცხოვრების წესი, რაც სულიერ, გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ სიამოვნებას გგვრის.”