გაიცანით ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ოჯახი

გაიცანით ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ოჯახი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის წინა ხაზზეა და უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის იბრძვის, ის არის ნამდვილი გმირი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია.

უკრაინის პირველი პირის პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად ძალიან ცოტა ადამიანმა იცის მისი პირადი ცხოვრების შესახებ, #OK! წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს მის ოჯახის წერვების, მეუღლისა და შვილების შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკი 1978 წელს კრივოი-როგში დაიბადა.

ვოლოდიმირის დედა რიმა ვლადიმეროვნა დიასახლისია, მისი მამა ალექსანდრე სემენოვიჩი კი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც ამჟამად უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებას ასწავლის და რომელსაც მეცნიერთა არაერთი თაობა ჰყავს აღზრდილი.

ვოლოდიმირი ამჟამად დაოჯახებულია ოლენა ზელენსკაზე, რომელზეც 2003 წელს იქორწინა.

წყვილი კრივოი როგის სკოლაში ერთად სწავლობდნენ, თუმცა ურთიერთობა უნივერსიტეტში სწავლის დროს დაიწყეს.

წყვილს ორი შვილი, ალექსანდრა და კირილი ჰყავთ.

როგორც თავად პრეზიდენტის ოჯახის წევრები ამბობენ, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ვოლოდიმისი ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს მეუღლესთან და შვილებთან ყოფნას და მათთან ერთად დროის საინტერესოდ გატარებას.

ვოლოდიმირი მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს და სოციალურ ქსელში ვარჯიშის დროს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს.

როგორც აღვნიშნეთ, ვოლოდიმირ ზელენსკი არამხოლოდ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკოსი, არამედ ძალიან წარმატებული კარიერის მქონე ყოფილი მსახიობია.

მას ისეთ ცნობილ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორებიცაა: 8 First Dates, Love in the Big City, Love in Vegas, Love in the Big City 2, 8 New Dates და სხვები.

უკრაინის პირველი პირი გამოირჩევა შესანიშნავი იუმორის გრძნობით, მისი პოზიტიური ხასიათის ვიდეოები არაერთხელ მოხვედრილა სოციალური მედიის ყურადღების ცენტრში.