როგორც გახსოვთ, იტალიური წარმოშობის კანადელმა სუპერმოდელმა ლინდა ევანჯელისტამ სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ ახალ პოსტი გამოაქვეყნა და გამომწერებს მრავალწლიანი საიდუმლო გაუმხილა.
როგორც აღმოჩნდა, მიზეზი, რის გამოც 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელი ინდუსტრიაში მოღვაწეობას ჩამოშორდა კოსმეტიკური პროცედურა სახელად Zeltiq’s CoolSculpting და მისი უარყოფითი შედეგები იყო.
Zeltiq’s CoolSculpting-ის კოსმეტიკური პროცედურა გულისხმობდა დაბალი ტემერატურის გამოყენებით ცხიმის უჯრედების დაშლას, თუმცა სუპერმოდელის განცხადებით მის სხეულში ცხიმოვანი ქსოვილი უფრო გაიზარდა.
უჯრედების დეფორმაციის შემდეგ ლინდას “პარადოქსული ცხიმოვანი ჰიპერპლაზია” განუვითარდა, რის გამოც მან წონაში საგრძნლობლად მოიმატა.
ჯანმრთელობის პრობლემებმა და რადიკალურმა გარეგნულმა ცვლილებამ ევანჯელისტა დეპრესიაში ჩააგდო, თუმცა როგორც სუპერმოდელმა აღნიშნა, საკუთარი ისტორიის მოყოლას ამ ამბით არ დაასრულებდა.