მივესალმები ახალი რეზოლუციის ტექსტზე მუშაობას. იმედი მაქვს, რომ ეს რეზოლუცია იქნება პირველ ჯერზე, უკრაინელი ხალხისთვის, მისი კეთილდღეობისთვის განკუთვნილი. პრაგმატული, კეთილმეზობლური სულისკვეთებით გაჟღენთილი და არა რაღაც პროვოკაციისა და იაფფასიანი ილეთებიის შეტანით, რასაც პირველი რეზოლუციის დროს, ასე მოგვიწოდებდა ოპიზიცია, - ამის შესახებ ექსპერტმა, დავით ქართველიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, დღეს ამ რეზოლუციაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ მინდა, რომ საქართველოს მხარდამჭერა არ გაცდეს იმ რეალურ შესაძლებლობებს, რითაც ჩვენ შეგვიძლია უკრაინას დახმარების ხელი გავუწოდოთ. მე არ მინდა ამან პოლიტიკური მეტიჩრობის ან ვაი-პატრიოტიზმის სახე მიიღოს, რომელიც ფუჭი იქნება და შეიძლება უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის არარასურველი და არასასარგებლოც კი იყო. დღეს უკრაინის პრობლემის გადაწყვეტა მართლაც რომ დასავლეთის ხელშია“, - განაცხადა ექსპერტმა.