უკრაინის შეიარაღებული ძალები მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის განცხადებას ავრცელებს.
„დილის 05:00 საათიდან უკრაინის შეიარაღებული ძალები ინტენსიურად იბრძვიან მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ. ვითარება დაძაბულია ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით. მიმდინარეობს ბრძოლა ჰოსტომელის აეროპორტისთვის, ისევე, როგორც გენიჩესკში, სკადოვსკში, ჩაპლიკაში... მივმართავ ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტებსა და ყველას, ვისაც ხელში იარაღის დაჭერა შეუძლია, გაანადგურონ ოკუპანტები!
ერთად გამარჯვებამდე!“, - აღნიშნულია მთავარსარდლის განცხადებაში.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.