„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ლევან იოსელიანი, ჟურნალისტებთან საუბრისას, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
„ის ბოროტება, რომელიც დღეს ევროპის შუაგულში ხდება, რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, უნდა შეჩერდეს. ამაში ჩვენ ჩვენი წილი ძალისხმევა უნდა შევიტანოთ. რიგგარეშე სხდომა, უშიშროების საბჭოს სხდომა იქნება თუ სხვა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოჩინდეს“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა