უკრაინელი პოლიტოლოგი: დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ უკრაინულ ჯარს ეფექტურად თავის დაცვა შეუძლია

უკრაინელი პოლიტოლოგი: დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ უკრაინულ ჯარს ეფექტურად თავის დაცვა შეუძლია

უკრაინული არმია აქტიურად ეწინააღმდეგება რუსეთის ჯარს. რამდენიმე თვითმფრინავი და ვერტმფრენია ჩამოგდებული, ხარკოვთან 4 ტანკი გაანადგურეს. უკვე გვყავს ტყვეები, მაგრამ რუსეთი უკრაინას ფრთოსან რაკეტებს ესვრის, - ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტოლოგმა, ვლადიმერ ფესენკომ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ უკრაინულ ჯარს ეფექტურად თავის დაცვა შეუძლია.

„2014 წლიდან განსხვავებით, ახლა უკრაინაში სხვანაირი მდგომარეობაა. ჯარი ბრძოლისუნარიანია, გაზრდილია მისი რიცხვი. დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ უკრაინული ჯარს შეუძლია ეფექტურად თავის დაცვა. რუსეთს ბლიცკრიგი არ გამოუვიდა. უკრაინელები თავის თავსა და ქვეყანას დაიცავენ. ჩემი აზრით, იმისათვის, რომ რუსეთი ვაიძულოთ რომ შეჩერდეს, ბევრად ძლიერი სანქციებია საჭირო - სრული სავაჭრო ემბარგო, სრული იზოლაცია, საზღვრების დახურვა და ფაქტობრივად ნელ-ნელა უკვე რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა“, - განაცხადა უკრაინელმა პოლიტოლოგმა.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.