ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, თანამედროვე მსოფლიოს წესწყობილებას და რა თქმა უნდა, მიუღებელია სამხედრო კონფლიქტი, ომი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს უკრაინის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დღესდღეობით უმთავრეს ამოცანას მთელი მსოფლიოსათვის ომის და სისხლისღვრის შეჩერება წარმოადგენს.
„ჩვენ გვჭირდება ძალიან მტკიცე და მყარი პოზიციები, რომელსაც დარწმუნებული ვარ მალე ვნახავთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და რა თქმა უნდა, საქართველო არის იმ სახელმწიფოებში, რომელიც გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ სისხლისღვრა შეწყდეს“, - წერს ირაკლი ჩიქოვანი.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა