ტარას ბერეზოვეცი: რუსმა ოკუპანტებმა ყველგან კბილებში დარტყმა მიიღეს

ტარას ბერეზოვეცი: რუსმა ოკუპანტებმა ყველგან კბილებში დარტყმა მიიღეს

ტარას ბერეზოვეცმა „ქრონიკაში“ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. უკრაინელმა პოლიტოლოგმა საომარ მოქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დილიდან ქვეყანაში პანიკური განწყობები იგრძნობოდა, თუმცა ახლა ვითარება უფრო მშვიდია.

„დილიდან საკმაოდ პანიკური განწყობები იყო. იყო დიდი საცობები კიევიდან გასასვლელში, ძალიან ბევრი ადამიან ცდილობდა გასვლას. ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ბომბები ცვიოდა შუა ქალაქში, ეს ხმა ყველგან ისმოდა, კვამლი ამოდიოდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იყო პანიკური განწყობები. მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა გავიდა ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში. დიდი რიგები იდგა ბენზინგასამართ სადგურებზე, აფთიაქებში, საყოფაცხოვრებო მაღაზიებში, მაგრამ ეს ყველაფერი საკმაოდ მშვიდად იყო ორგანიზებული. ძალიან ბევრ საწარმო დახურულია, ხალხი გაუშვეს სახლებში. არ არის საცობები, ნელ-ნელა მშვიდდება ვითარება. უკრაინული მოიერიშე თვითმფრინავები დაფრინავს კიევში და რუსმა ოკუპანტებმა ყველგან მიიღეს კბილებში დარტყმა. ყველაზე დიდი დანაკარგები არის ხარკოვის ოლქში. კიევის შემოგარენში ამერიკული „სტინგერით“ ჩამოაგდეს 3 ვერტმფრენი“, - ამბობს ბერეზოვეცი.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.