რუსეთის საგარეო უწყება:  კიევის გადაწყვეტილება, გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, მისი რუსოფობიური პოლიტიკის ლოგიკური დასასრულია

რუსეთის საგარეო უწყება: კიევის გადაწყვეტილება, გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, მისი რუსოფობიური პოლიტიკის ლოგიკური დასასრულია

კიევის გადაწყვეტილება, გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, მისი რუსოფობიური პოლიტიკის ლოგიკური დასასრულია,- რუსული მედიის ინფორმაციით, ასე გამოეხმაურნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის გადაწყვეტილებას.

„უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაწყვეტა ჩვენი არჩევანი არ არის“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სპეციალური ბრიფინგზე განაცხადა.