მკვლევარი გიორგი ანთაძე: ძალიან დიდი ხანია, მოსკოვმა დასავლეთის ე.წ. გატესტვის რეჟიმი დაიწყო - რასაც დღეს ვუყურებთ, ფაქტობრივად, დასავლეთის მხრიდან არასაკმარისი ქმედებებისა და სიმტკიცის გამოხატვის შედეგია

მკვლევარი გიორგი ანთაძე: ძალიან დიდი ხანია, მოსკოვმა დასავლეთის ე.წ. გატესტვის რეჟიმი დაიწყო - რასაც დღეს ვუყურებთ, ფაქტობრივად, დასავლეთის მხრიდან არასაკმარისი ქმედებებისა და სიმტკიცის გამოხატვის შედეგია

ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარი, გიორგი ანთაძე აცხადებს, რომ კიევმა დასავლეთის გამოცდა 2008 წლიდან, საქართველოს მაგალითით დაიწყო და, არასაკმარისმა ქმედებების ფონზე, უკრაინაში შეჭრაც გადაწყვიტა.

„ძალიან დიდი ხანია, მოსკოვმა დასავლეთის ე.წ. გატესტვის რეჟიმი დაიწყო. ეს 2008 წლიდანაა დაწყებული. რასაც დღეს ვუყურებთ, ფაქტობრივად, დასავლეთის მხრიდან არასაკმარისი ქმედებებისა და სიმტკიცის გამოხატვის შედეგია. რეალურად, დღეს, რუსეთმა საბოლოოდ გადაწყვიტა ვლადიმერ პუტინის „ისტორიული ხედვის“ რეალიზაცია და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის დაწყება. ამის მიზანია იმ ჩანაფიქრის ასრულება, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა. აქედან გამომდინარე, დღეს ძალიან ბევრია დამოკიდებული იმ სიმტკიცესა და მედეგობაზე, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები, ხალხი და მთავრობა გამოიჩენენ“, - აღნიშნა გიორგი ანთაძემ.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

Ninja ეჰ, მართალი ხარ. დასავლეთის უმოქმედობამ წაახალისა რუსეთი.
3 წლის უკან